среда, 11 мая 2016 г.

დავით გურამიშვილის ბიოგრაფია



გაკვეთილის მთავარი თემა
დავით გურამიშვილის ბიოგრაფია
სწავლების საფეხური
მე-10 კლასი
მოსწავლეთა   პროფილი
29 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა
/ აქტუალობა
მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნობიან პოეტის ბიოგრაფიასა  და მოღვაწეობას.                     
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
დავით გურამიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა-გააზრება.
ტექსტში ინფორმაციის მოძიების უნარ- ჩვევების განვითარება.
კვლევის უნარ- ჩვევის განვითარება.
ჯგუფში მუშაობის უნარ- ჩვევის გავითარება.
საპრეზენტაციო უნარ- ჩვევის განვითარება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები ისაუბრებენ იმ ეპოქის შესახებ, რომელშიც მოღვაწეობდა პოეტი. მიმოიხილავენ ეპოქას და გაიხსენებენ ამ პერიოდში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს.
შეფასების საგანი და პროცედურები
მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე. მოსწავლეები შეფასდენიან წინანწარ შემუშავებული რუბრიკით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო. კომპიუტერი და  მოძიებული მასალები.
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები-2წთ

I ფაზა- გამოწვევა-15 წთ
I აქტივობა
მასწავლებელი  კითხვების საშუალებით გამოიკითხავს თუ რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები რუსთაველის ეპოქის შემდგომი პერიოდის მწერლობის  შესახებ. ისაუბრებენ თეიმურაზ I - ის, არჩილ ბაგრატიონის, ვახტანგ VI -ის, ბესიკის და სულხან- საბა - ორბელიანის, დავით გურამიშვილის შემოქმედებაზე.
II აქტივობა
მასწავლებელი მინი ლექციით მიაწვდის მოსწავლეებს მათთვის ახალ ინფორმაციებს.


II ფაზა 15 წუთი
III აქტივობა
მასწავლებელი კლასს ყოფს ჯფუფებად. ჯგუფების დაყოფა ხდება შემთხვევითობის პრინციპით: მასწავლებელი გადაათვლევინებს ბავშვებს  ერთი, ორი, სამი, ოთხი. ერთი ნომრის ბავშვები ერთ ჯგუფში მოთავსდებიან.
მასწავლებელი ჯგუფებად  დაყოფის შემდეგ აცნობს მათ სქემას : ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე.



შემდეგ სვამს კითხვას რა იციან დავით გურამიშვილის შესახებ და სთხოვს ჯფუფებში იმუშაონ და შეავსონ პირველი და მეორე სვეტი.

IV აქტივობა
მასწავლებელი არიგებს დავით გურამიშვილის ბიოგრაფიულ ტექსტს და სთხოვს მოსწავლეებს წაიკითხონ.
შემდეგ  ტექსტის გარშემო უსვამს მოსწავლეებს  შეკითხვებს.


III ფაზა 10 წუთი
V აქტივობა
მოსწავლეები ისევ ჯგუფურ მუშაობაში ერთვებიან და ავსებენ სქემის მესამე ნაწილს და აკეთებენ პრეზენტაციას.

შეფასება 1 წთ
საშინაო დავალება 1 წუთი  - მოიძიონ ინტერნეტის საშუალებით დამატებითი ინფორმაცია და დაწერონ ესე ,, მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილი პოეტი’’.


                                                                                        
ჩამოტვირთეთ შეფასების  რუბრუკა>>>


ჩამოტვირთეთ სლაიდი>>>






Комментариев нет:

Отправить комментарий